საღამოს ვარჯიში "სიუტატ ესპორტივაზე"

საღამოს ვარჯიში "სიუტატ ესპორტივაზე"

პარასკევ საღამოს პირველმა გუნდმა მორიგი ვარჯიში გამართა. ვარჯიშში, რომელიც "სიუტატ ესპორტივაზე" გაიმართა, მონაწილეობა მიიღო ყველა შესაძლო ფეხბურთელმა. კარლეს პუიოლი და ლეო მესი ვარჯიშს არ ესწრებოდნენ. ლურჯ-ბროწეულისფერების კაპიტანი ჯგუფისგან ცალკე ვარჯიშობდა, ხოლო გუნდის მე-10 ნომერმა, რომელიც "ვისენტე კალდერონზე" ჩატარებულ მატჩში (1:1) შესვენებისას გაიყვანეს მოედნიდან, ფიზიოთერაპიის კურსი გაიარა.

შეგახსენებთ, რომ გუნდის შემდეგი ვარჯიში დაგეგმილია შაბათ დილით (10:00). ეს ვარჯიში უკანასკნელი იქნება მალაგაში გამგზავრებამდე.

მატჩი "მალაგასა" და "ბარსელონას" შორის გაიმართება კვირას "ლა როსალედას" სტადიონზე (23:00).

 [media=http://www.youtube.com/watch?v=LHOInBPLrlg]

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.