მესიმ, ალვესმა და ვალდესმა გუნდთან ივარჯიშეს

მესიმ, ალვესმა და ვალდესმა გუნდთან ივარჯიშეს

ლა ლიგის ახალი სეზონის დაწყებასა და პირველ ოფიცალურ მატჩამდე სულ რაღაც ორი დღე რჩება, ტატა მარტინო კი კვლავ განაგრძობს გუნდის ინტენსიურ მოზადებასა და ვარჯიშებს. ფეხბურთელებმა დღეს დახურულ კარს მიღმა "სიუტატ ესპორტივაზე" მორიგი სავარჯიშო სესია ჩაატარეს. დღევანდელ სესიაზე სრული დატვირთვით ივარჯიშა არგენტინელმა ლეო მესიმ, მან ტრავმა აზიის ტურის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრაში მიიღო. დღევანდელ სესიაზე გუნდის დანარჩენ წევრებთან ერთად ივარჯიშეს მეკარე ვიქტორ ვალდესმა და ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვესმა. შეგახსენებთ, რომ ზემოთ ნახსენებ ფეხბურთელებს გუშინდელ სავარჯიშო სესიაში დანარჩენ ფეხბურთელებთან ერთად არ უვარჯიშიათ.

სავარჯიშო სესიას "ბარსა ბ"-ს შემდეგი ფეხბურთელები ესწრებოდნენ: ბანიუსი, კოსტა, აიალა, კინტილია და მიგელ ანხელი.

 

 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.