პედრო, მესი და სესკი ნორმალურ რეჟიმში ვარჯიშობენ
ხერარდო ტატა მარტინო ხელმძღვანელობდა მორიგ ვარჯიშს "სიუტატ-ესპორტივაზე". "ბარსელონა" სეზონის ოფიციალური დაწყებისთვის ყველა შესაძლო მოთამაშესთან ერთად ემზადება. დებიუტი ლა-ლიგაში შედგება ხვალ "კამპ-ნოუზე", ლურჯ-ბროწეულისფერების მოწინააღმდეგ კი "ლევანტე" იქნება (21:00). დღევანდელ ვარჯიშს სხვა ფეხბურთელებთან ერთად დაესწრნენ პედრო (მიიღო სამედიცინო ნებართვა), მესი და სესკი (გამოჯანმრთელდა).
რაც შეეხება სხვა ფეხბურთელებს, "სიუტატ-ესპორტივაზე" ვარჯიშში კარლეს პუიოლიც მონაწილეობდა. კაპიტანი გამოჯანმრთელების პროცესს ამთავრებს და მოედანზე რეაბილიტაციის მწვრთნელთან, ხუანხო ბრაუსთან ერთად მუშაობს. შეგახსენებთ, რომ წინა სეზონის მიწურულს პუიოლმა მუხლის ოპერაცია გაიკეთა.
გუნდი შემდეგ ვარჯიშს ხვალ დილით გამართავს. იგი ჩატარდება "კამპ-ნოუზე" და დაიწყება 11:30 საათზე. ეს სესია უკანასკნელი იქნება სეზონის ოფიციალურ სტარტამდე. ვარჯიშის შემდეგ განაცხადში შეყვანილი ფეხბურთელები შეიკრიბებიან Hotel Princesa Sofía-ში.
[media=http://www.youtube.com/watch?v=heR9DVgjH3Q]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]