"ბარსელონა" უკვე მადრიდშია
გუნდი უკვე მადრიდში იმყოფება. "ბარსელონას" დელეგაცია ბარაჰასის აეროპორტში ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ, 12:30-ზე ჩაფრინდა. დელეგაციას მეთაურობენ სანდრო როსელი და კლუბის ხელმძღვანელობის წევრები: ჟორდი მოიჩი, რამონ პონტი, ჟოან ბლადე და მანუელ აროიო, ასევე სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა.
დასვენება სასტუმროში
მადრიდში ჩამოსვლის შემდეგ, რომელიც სტუმრებს ცხელი ამინდით (28º C) დახვდა, ლურჯ-ბროწეულისფერების დელეგაცია განთავსდა სასტუმროში Eurostars Madrid Tower. მასში ფეხბურთელები დაისვენებენ, სანამ "ვისენტე კალდერონის" სტადიონზე წავლენ, რომელიც დაგეგმილია 21:30-თვის. მატჩი კი დაიწყება ადგილობრივი დროით 23:00-ზე (თბილისის დროით 01:00-ზე).
შეგახსენებთ, რომ გუნდი მადრიდში ღამეს გაათევს და ბარსელონაში ხუთშაბათ დილით დაბრუნდება. აეროპორტში მისვლა დაგეგმილია 12:00-თვის.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]