მასკერანო: "პირველ ტაიმში ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა"

მასკერანო: "პირველ ტაიმში ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა"

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ხავიერ მასკერანომ, თავისი მოსაზრება გაგვანდო გუნდის თამაშის შესახებ ესპანეთის სუპერთასზე "ატლეტიკოს" წინააღმდეგ მატჩში (1:1).

"ატლეტიკო" — ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეა. მათ იციან, როგორ გაგვიმკლავდნენ და სჯერათ თავიანთი მწვრთნელის.

პირველ ტაიმში ჩვენ ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა. მოწინააღმდეგე მჭიდროდ მოქმედებდა, თავისუფალი ზონები არ იყო, რამაც ჩვენ ხელი შეგვიშალა.

შესვენების შემდეგ ჩვენ ისინი დავჯაბნეთ, უფრო ინტენსიურად დავიწყეთ სადავო ბურთებისთვის ბრძოლა და სწორედ ამიტომ შევძელით ანგარიშის გათანაბრება.

მეორე ტაიმში თამაში შედარებით უფრო თანაბარი იყო, ჩემი აზრით, ეს სამართლიანი შედეგია", — თქვა მასკერანომ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.