ვილია: "მსაჯს რომ ბუსკეტსი გაეძევებინა, ყველაფერი სხვაგვარად წარიმართებოდა"
"ატლეტიკოს" თავდამსხმელმა, დავიდ ვილიამ, ესპანეთის სუპერთასზე თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ (1:1) შედეგები შეაჯამა.
"მიხარია, რომ მატჩში გოლის გატანა და ანგარიშის გახსნა მოვახერხე. სამწუხაროა, რომ ვერ გავიმარჯვეთ.
ჩვენ დიდი ძალისხმევა შევალიეთ "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაშს და, ჩემი აზრით, მეტის გაკეთებაც შეგვეძლო.
სიტუაცია ბუსკეტსთან, რომელსაც მეორე ყვითელი ბარათის მიღებაც შეეძლო, საკვანძო ეპიზოდი აღმოჩნდა, რადგან პირველ ტაიმში მსაჯი ჩვენ ხშირად გვაფრთხილებდა.
მაგრამ ის წყლიდან მშრალად ამოვიდა. მსაჯი რომ სხვაგვარად მოქცეულიყო, ეს გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდებოდა, რადგან იმ მომენტისთვის ჩვენ 1:0-ს ვიგებდით და ერთით მეტი ფეხბურთელი გვეყოლებოდა.
რას გავაწყობთ, მსაჯებიც ადამიანები არიან და ისინიც ცდებიან", — ციტირებას უკეთებს ვილიას სიტყვებს Inside Spanish Football, TVE-ს ეთერზე დაყრდნობით.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]