მესი მოედნიდან ბარძაყის ტკივილის გამო გაიყვანეს
"ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი ესპანეთის სუპერთასზე "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გამართულ პირველ მატჩში შესვენებისას შეცვალეს. როგორც იტყობინება ლურჯ-ბროწეულისფერების ოფიციალური "ტვიტერი" მადრიდული თამაშის პირველი ტაიმის შემდეგ არგენტინელი მოედნიდან უსაფრთხოების მიზნით გაიყვანეს, რაც დაკავშირებლი იყო მარცხენა ბარძაყის უკანა ზედაპირის დისკომფორტით. შემდგომ შემოწმებას ფეხბურთელი დღეს გაივლის.
წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში მესიმ მუხლის ქვედა მყესის ტრავმა მიიღო, საპასუხო შეხვედრაში კი გაამწვავა დაზიანება, რის გამოც იძულებული გახდა, რამდენიმე მატჩი გამოეტოვებინა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]