მესი დღეს მედგამოკვლევას გაივლის

მესი დღეს მედგამოკვლევას გაივლის

"ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი დღეს დამატებით მედგამოკვლევას გაივლის ბარძაყის ტრავმასთან დაკავშირებით.

ესპანეთის სუპერთასის პირველ მატჩში "ატლეტიკოს" წინააღმდეგ (1:1) არგენტინელმა თავდამსხმელმა დაზიანება მიიღო პირველ ტაიმში, შესვენებაზე კი მას სესკ ფაბრეგასი შეენაცვლა.

ხუთშაბათს მედგამოკვლევის შედეგების მიხედვით ცნობილი გახდება ფეხბურთელის გამოჯანმრთელების ვადები.

შეგახსენებთ, რომ მალაიზიის ტურნეზე მესიმ კუნთის ტრავმა მიიღო, მაგრამ მოახერხა გამოჯანმრთელება ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურამდე "ლეტავნტესთან" მატჩში (7:0).

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.