სიმეონე: "ძალიან კმაყოფილი ვარ პირველი ტაიმით"

სიმეონე: "ძალიან კმაყოფილი ვარ პირველი ტაიმით"

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, არგენტინელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ ძალიან კმაყოფილი დარჩა "ატლეტიკოს" მიერ ნაჩვენები პირველი ტაიმით, ესპანეთის სუპერთასსზე, "ბარსელონას" წინააღმდეგ (1:1). იტყობინება, ესპანური პრესა.

დედაქალაქელები მატჩის დასაწყისში წინ დავიდ ვილიამ გაიყვანა შემდეგ კი, მეორე ტაიმშ "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" წონასწორობა აღადგინეს.

"ჩემი გუნდის მიერ შესრულებული პირველი ტაიმით, აღფრთოვანებული დავრჩი. ჩვენ რა თქმა უნდა, ყოველგვარი ზედმეტი საუბრის გარეშე, უძლიერესი გუნდი გვყავდა მეტოქედ. ასე რომ მე ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. ჩვენმა ტაქტიკამ საშუალება მოგვცა "ბარსელონას" კარი შეგვეწუხებინა და გოლიც გაგვეტანა, მაგრამ გამოჩნდა ნეიმარი და კარგი გოლიც გაიტანა. ახლა ჩვენ საპასუხო შეხვედრა გველის მათ მოედანზე და ჩვენ უდიდეს ძალისხმევას გავიღებთ, რათა ვითამაშოთ ისევე, როგორც ეს საკუთარ მოედანზე გავაკეთეთ." - განაცხადა, სიმეონემ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.