სიმეონე: "მინდა, რომ ნეიმარმა და მესიმ "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ითამაშოს"

სიმეონე: "მინდა, რომ ნეიმარმა და მესიმ "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ითამაშოს"

მადრიდის "ატლეტიკოს" არგენტინელმა სპეციალისტმა, დიეგო სიმეონემ ხვალინდელი დაპირისპირების წინ, ესპანეთის სუპერთასის ეგიდით განაცხადა, რომ სურვილი აქვს მეტოქე "ბარსელონას" რიგებში, ლიონელ მესი და ნეიმარი იხილოს. იტყობინება, ესპანური პრესა.

აქვე გეტყვით, რომ სუპერთასის პირველი შეხვედრა არგენტინელი სპეციალისტების შეგირდებმა ფრედ, (1:1) ითამაშეს.

"დარწმუნებული ვარ, რომ "ბარსელონა" ამ შეხვედრაში საკუთარ საუკეთესო თამაშს აჩვენებს. ღმერთმა ქნას, რომ მოედანზე ნეიმარი და მესი გამოვიდნენ. "ბარსელონა" აღგვემატება ჩვენ. ლოგიკური იქნება, თუ ისინი ბევრ საგოლე მომენტს შექმნიან და ბურთსაც აკონტროლებენ. მაგრამ 90 წუთის განმავლობაში გამარჯვების მოპოვება შესაძლებელია, რისთვისაც შესაფერისი მომზადებაა საჭირო მატჩის წინ." - განაცხადა, სიმეონემ. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.