შუსტერი: "სამი საგოლე მომენტიდან ერთი მაინც უნდა გამოიყენო"
"მალაგას" თავკაცი, ბერნდ შუსტერი, იმედგაცრუებული იყო ეროვნული პირველობის მეორე ტურში "ბარსელონას" წინააღმდეგ მატჩში დამარცხების გამო, იტყობინება ესპანური პრესა.
მასპინძლებმა ერთი გოლი გაუშვეს, თვითონ კი კატალონიელების კარის აღება ვერ მოახერხეს.
"ჩვენ ვეძებდით ფორმულას საიმისოდ, რომ მოწინააღმდეგესთან მთელი შეხვედრის განმავლობაში გვებრძოლა. "ბარსელონას" თამაში არავისთვისაა უცხო. მათ თამაშის შესანიშნავი სისტემა და შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ. ამიტომაცაა ეს გუნდი მსოფლიოში საუკეთესო. ჩვენ არ ვთამაშობდით 4-4-2 სისტემით, ჩვენ გამოვიყენეთ ტაქტიკური ნახაზი 4-5-1, ანუ დაცვით ფეხბურთს ვთამაშობდით. თუმცა არ გაგვიმართლა: სამი საგოლე მომენტიდან ერთი მაინც უნდა გამოიყენო", — განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]