"მალაგა" – "ბარსელონა". ფეხბურთელთა კომენტარები მატჩის შემდეგ
ხავიერ მარსკერანო, რომელმაც წლევანდელი სეზონი კარგად დაიწყო და გუშინდელ მატჩში ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ განაცხადა: "ბურთის ფლობის კოეფიციენტი ძალიან დიდი გვქონდა, თუმცა შანსების გამოყენება სათანადოთ ვერ შევძელით."
"ეს ნადვილად მნიშვნელოვანი 3 ქულაა, რადგან "მალაგა" საკმაოდ ძლიერი გუნდია" – განაცხადა არგენტინელმა. "ჩვენ შეხვედრის ჩატარება მადრიდში გამართული მატჩის შემდეგ მოგვიწია. "ატლეტიკოსთან" ბოლომდე ვითამაშეთ და დღესაც იგივე უნდა გაგვეკეთებინა. რა თქმა უნდა რაღაც–რაღაცები უნდა გავაუმჯობესოთ, თუმცა მუშაობა გამარჯვების შემდეგ უფრო ადვილია."
როდესაც ფეხბურთელს სეზონის კარგი სტრატის შესახებ ჰკითხეს არგენტინელმა უპასუხა: "თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ვიცი, რომ როდესაც "ბარსაში" თამაშობ მინიმალური შეცდომები უნდა დაუშვა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ დონის ფეხბურთელი გავხდე. მიუხედავად ყველაფრისა ზედმეტად თავდაჯერებული ვერ ვიქნები, რადგან ერთმა არასწორმა მოძრაობამ შესაძლოა ყველაფერი შეცვალოს."
მასკერანომ ესპანეთის სუპერ თასის განმეორებით შეხვედრასთან დაკავშირებითაც ისაუბრა: "ფეხბურთელები მოედანზე ისე გავალთ თითქოს წინა მატჩი 0–0 დასრულდა, რადგან სხვანაირად თამაში არ შეგვიძლია. ჩვენ ბევრი უნდა ვიშრომოთ ამ გამარჯვების მოსაპოვებლად"
მასკერანოს შემდეგ კომენტარები ჩესკა, ჩავიმ და სერხი რობერტომაც გააკეთეს:
ჩესკი:
"მეორე ნახევრის დასკვნითი წუთები ჩვენთვის ცოტა მძიმე აღმოჩნდა, თუმცა ჩვენ მზად ვართ, რომ მსაგვსი წუთები გადავლახოთ. ახალ სეზონს ბევრი ინოვაციით ვიწყებთ, რა თქმა უნდა მუშაობა და განვთარება უნდა განვაგრძოთ."
"პირველი ნახევარი კარგად ჩავატარეთ, აშკარაა, რომ მეორე ნახევარში ინტენსივობა დავკარგეთ. ჩვენ სუპერ თასის თამაშზე ვფიქრობდით და ეს აშკარად შესამჩნევი იყო. მიუხედავად ყველაფრისა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ."
"უფრო მეტი გოლის გატანა შეგვეძლო, სამწუხაოა, რომ ეს ვერ მოვახერხეთ. მატჩის ბოლო წუთები ნამდვილად მძიმე იყო ჩვენთვის."
"ყოველთვის მინდა, რომ კარგი შეხვედრა ჩავატარო. კვლავ განვაგრძობ მომზადებასა და ვარჯიშს. გულშემატკივრები ჩემგან მეტს მოელიან და მათ იმედები არ უნდა გავუცრუო. ბევრს ვივარჯიშებ იმისთვის, რომ მწვრთნელის ნდობა მოვიპოვო."
"გუნდი მარტო მესისა და ნეიმარზე არაა დამოკიდებული, ჩვენ ყველა ამ გუნდის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ვართ და ამავდროულად თითოეულ ჩვენგანს უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია."
სერხი რობერტო:
"ნადვილად კარგი პრესეზონი ჩავატარე, თუმცა მე "ბარსას" ფეხბურთელი ვარ, გუნდის, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველები თამაშობენ. აქ სათამაშო დროის მოპოვება არც, თუ ისე მარტივია. ვიცი, რომ მწვრთნელი მენდობა, ჩვენ ჯერ მხოლოდ სამი მატჩი ჩავატარეთ სეზონი კი ძალიან გრძელია."
"მენეჯერი გველაპარაკა და გვითხრა, რომ ჩვენ ყველა გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი ვართ და აუცილებელია, ყველა ფორმაში ვიყოთ."
"მატჩისადმი ჩვენი მიდგომა გამართლებული იყო. "მალაგას" ფეხბურთელებმა დაცვა ჩაკეტეს და ჩვენ ვერ შევძელით გვეთამაშა საკუთარი სტილით. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი სტილის თამაშები ხშირად მოგველის."
ჩავი:
"მათ დაცვაში ნამდვილად კარგად ითამაშეს. "მალაგას" ძირითადი მიზანი კონტრშეტევებზე გოლის გატანა იყო. საერთო ჯამში კარგად ვიასპარეზეთ და გავიმარჯვეთ კიდეც. ამ გამარჯვებამ ძალიან გამახარა."
"ატლეტიკო" ძლიერი მეტოქეა, ჩვენ ნამდვილად რთული მატჩი გველის, თუმცა საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ, რაც ნადვილად დაგვეხმარება. გვსურს, რომ სუპერ თასის მფლობელი "ბარსელონა" გახდეს."
"ნეიმარი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მისი ადაპტაციის საქმე კი კარგად მიდის. დარწმუნებული ვარ, რომ მალე ის გუნდის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება."
"არ ვფიქრობ, რომ ესპანეთის ლიგა მხოლოდ ორი გუნდის ლიგაა. არიან გუნდები, რომელთანაც ნამდვილი ბრძოლა მოგვიწევს... "მალაგამ" დაამტკიცა, რომ ლა ლიგაში გუნდების დამარცხება ძალიან ძნელია."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]