"მალაგა" – "ბარსელონა" ფაქტები მატჩის შემდეგ

"მალაგა" – "ბარსელონა" ფაქტები მატჩის შემდეგ

"ბარსელონამ" ლიგის მეორე შეხვედრაში იმარჯვა. კატალონიელებმა მეტქოქეს ანგარიშით 0–1 სძლიეს. წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს გუშინდელი შეხვედრიდან:

  • ვალდესი, პიკე, მასკერანო, ჩავი, ალექსისი, პედრო – ეს არის ჩამონათვალი იმ ფეხბურთელებისა, რომელთაც მიმდინარე სეზონზე ჩატარებულ სამივე შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშეს.
  • ზემოთ ჩამოთვლილი 6 ფეხბურთელიდან მხოლოდ ვალდესმა და მასკერანომ დაჰყვეს მოედანზე 90 წუთი. 
  • ვალდესს ლა ლიგის არც ერთ (2) შეხვედრაში გოლი არ გაუშვია. მსგავსი ფაქტი გასულ სეზონზე ორჯერ 31–ე და 32–ე ტურის თამაშებზე დაფიქსირდა. 
  • ვალდესმა "მალაგას"ფეხბურთელების მიერ დარტყმული 2 შესანიშნავი ბურთი აიღო. სწორედ ამ "სეივებმა" განაპირობა გუნდის გამარჯვება.
  • მიმდინარე სეზონზე სერხი რობერტომ პირველი მატჩი ჩაატარა. ფეხბურთელი მოედანზე მეორე ნახევრის ბოლოს გამოჩნდა.
  • მიმდინარე სეზონზე "ბარსელონას" შვიდმა სხვადასხვა ფეხბურთელმა შეძლო გოლის გატანა: მესი (2), პედრო (2), ჩავი, ალვესი, ალექსისი, ნეიმარი და ადრიანო.
  • კატალონიელებმა "რა როზალედაზე" ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვეს. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.