ტელიო 2018: "აქ დარჩენა ნადვილად საოცრებაა"
კრისტიან ტელიომ "ბარსელონასთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც ფეხბურთელი კლუბში 2017/18 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება, მისი გამოსასყიდი თანხა კი 25 მლნ ევრო იქნება. ესპანელმა განახლებულ კონტრაქტს ხელი დღეს კლუბის ოფისში მოაწერა. ხელმოწერის პროცესს ტელიოს აგენტთან ერთად კლუბის წარმომადგენლები: სანდრო როსელი, ხოსეპ ბართომეუ და ანდონი სუბისარეტაც ესწრებოდნენ.
კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ ტელიომ "Barca Tv"-სა და fcbarcelona.cat-თან ისაუბრა: "ძალიან ბედნიერი ვარ ახალი კონტრაქტის დადებით" - განაცხადა მან. "ნადვილად საოცრებაა, როდესაც გაქვს შესაძლებლობა, რომ ამ კლუბში კიდევ მრავალი წლის მანძილზე იასპარეზო. ვიმედოვნებ, რომ მომავალში ყველაფერი ისე კარგად იქნება, როგორც ახლა არის ... ბოსის მიერ მოცემულ ყველა შანსს მაქსიმალურად გამოვიყენებ."
სეზონის სტარტთან დაკავშირებით ტელიომ განაცხადა: "სეზონის თასით დაწყება ყოველთვის სასიამოვნოა... გუნდი კარგად თამაშობს. ჩვენ ძლიერები ვართ და ვიცით, თუ რამდენად რთული სეზონი გველის წინ."
გასულ სეზონზე ტელიომ "ბლაუგრანას" მაისურით 34 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლის გატანა შეძლო. ესპანელი ოფიციალურად პირველი გუნდის ფეხბურთელი დეკემბერში გახდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირას კონტრაქტი კიდევ ერთმა ფეხბურთელმა - სერხიო ბუსკეტსმა გაახანგრძლივა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=LpKZSBMadOI]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]