ბარტრამ კონტრაქტი გაახანგრძლივა

ბარტრამ კონტრაქტი გაახანგრძლივა

დღეს მარკ ბარტრამ კონტრაქტი გაახანგრძლივა, რომლის თანახმადაც ესპანელი კლუბში 2017 წლამდე დარჩება, მისი გამოსასყიდი თანხა კი 25 მლნ ევრო იქნება. ხელმოწერის პროცესს ფეხბურთელთან ერთად პრეზიდენტი ბართომეუ და სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტაც ესწრებოდნენ.

მარკ ბარტრამ განაცხადა: "ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ძალიან კარგი გრძნობაა და ვიმედოვნებ, ყველაფერი ესე კარგად გაგრძელდება. ჩემთვის პიკე და პუიოლი მისაბაძი ადამიანები არიან და მსურს მათ დონეს მივაღწიო."

მარკ ბარტრა უკვე მეთერთმეტე წელია კლუბში თამაშობს, 2012/13 წლების სეზონზე კი პირველი გუნდის წევრიც გახდა.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=O8IJLrrEwjQ]

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.