23–ე ჰეთ–თრიკი ლა ლიგაზე

23–ე ჰეთ–თრიკი ლა ლიგაზე

"ბარსელონას" 10–მა ნომერმა "მესტალიაზე" საკმაოდ დამაჯერებლად ითამაშა. გუშინდელ მატჩში გატანილი ჰეთ–თრიკი არგენტინელისთვის 23–ე აღმოჩნდა (კარიერაში მას 26 ჰეთ–თრიკი აქვს შესრულებული, სამი არგენტინის მაისურით). ლეო მესი არაა ერთადერთ ფეხბურთელი, რომელმაც "მესტალიაზე" სამი გოლის გატანა შეძლო, მსგავსი რამ 1993 წელს ბრაზილიელმა რომარიომაც მოახერხა.

"ვალენსიასა" და "ლევანტეს" წინააღმდეგ გატანილი გოლიების შემდეგ, ლეო მესის მიმდინარე სეზონზე 5 გოლი დაუგროვდა, რის გამოც ლა ლიგაზე ბომბრადირთა დავაში არგენტინელი ჯერ–ჯერობით ლიდერია. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ არგენტინელს ლა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. 

ლეო მესიმ გუშინ მოედანზე 97 წუთი დაჰყო, გაიტანა სამი გოლი, კარში დაარტყა 9–ჯერ, გააკეთა 50 გადაცემა და ბურთი 5–ჯერ დაკარგა. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.