მეექვსე ჰეთ-თრიკი რაიკაარდის ეპოქაში
ანრის მიერ "ლევანტეს” კარში გატანილი 3 გოლი მეექვსე ჰეთ-თრიკი აღნოჩნდა რაიკაარდის ეპოქის "ბარსელონაში”. აქამდე ერთ თამაშში სამი გოლის გატანა მესი, ეტო’ომ, სავიოლამ და რონალდინიომ შესძლეს.
"ლევანტეს” კარში შესრულებული ჰეთ-თრიკი კლუბისთვის მიმდინარე სეზონში პირველი აღმოჩნდა, ასევე პირველი მატჩი აღმოჩნდა ესპანეთის ჩემპიონატში, რომელშიც ანრიმ გოლის გატანა მოახერხა.
რაიკაარდის მწვრთნელობის დროს აქამდე სამი გოლის გატანა მისმა ფეხბურთელებმა ხუთჯერ მოახერხეს. თავისი მწვრთნელობის პირველ წელს "ბარსელონამ” უეფას თასზე "პუხოვი” გაანადგურა 8:0 და ამ მატჩში რონალდინიომ 3 გოლის გატანა მოახერხა. ეს მოხდა 2003 წლის 15 ოქტომბერს. სხვათაშორის იმ თამაშში გოლის ავტორებიდან დღეს გუნდში მხოლოდ რონალდინიო თამაშობს, დუბლის ავტორმა ლუის ენრიკემ საფეხბურთო კარიერას თავი დაანება; ასევე დუბლის ავტორი სავიოლა და ერთი გოლის ავტორი მოტა კი დღეს უკვე მადრიდში თამაშობენ.
შემდეგი ორი ჰეთ-თრიკი 2005-06 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში დაფიქსირდა. 27 სექტემბერს კვლავ რონალდინიომ "უდინეზეს” გაუტანა სამი გოლი, ხოლო სამუელ ეტო’ომ სამი გოლი "პანათინაიკოსის” ფეხბურთელებს უძღვნეს.
ორი ჰეთ-თრიკი დაფიქსირდა ასევე გასულ სეზონშიც, ჩავიერ სავიოლამ სამი გოლი ესპანეთის თასზე "ალავესს” გაუტანა, ხოლო ლეო მესიმ მადრიდის "რეალთან” თამაშში გაიფორმა ჰეთ-თრიკი.
ტიერი ანრი კი "ბარსელონას” რიგით მეხუთე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც რაიკაარდის ხელმძღვანელობით ერთ თამაშში სამი გოლის გატანა მოახერხა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]