ლა ლიგის სამი მატჩის დრო ცნობილია

ლა ლიგის სამი მატჩის დრო ცნობილია

ლა ლიგის მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ტურის მატჩების გამართვის დრო უკვე ცნობილია. "ბარსელონა" შეხვედრებს "რაიო ვალაკანოს", "რეალ სოსიედადსა" და "ალმერიასთან" გამართავს.

"რაიოს" გუნდი 21 სექტემბერს თბილისის დროით 22:00 საათზე დაუპირისპირდება. სამი დღის შემდეგ კი საკუთარ მოედანზე "რეალ სოსიედადს" უმასპინძლებს. შეხვედრა ოთხშაბათს, 24 სექტემბერს ასევე 22:00 საათზე ჩატარდება. დატვირთული კვირა კი ალმერიაში დასრულდება, სადაც ფეხბურთელები ადგილობრივ მოედანზე 28 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე ითამაშებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.