პუიოლი გუნდს ოთხშაბათს შეუერთდება

პუიოლი გუნდს ოთხშაბათს შეუერთდება

კატალონიის "ბარსელონას" 35 წლის ვეტერანი ესპანელი მცველი, კარლეს პუიოლი, რომელიც მიღებული მუხლის ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელებას განაგრძობს, გუნდს შემდეგი კვირიდან შეუერთდება. 

ფეხბურთელი გუნდს და თავის პარტნიორებს მომავალი კვირის ოთხშაბათს შეუერთდება, როდესაც "ბარსას" ფეხბურთელები სანაკრებო ბატალიებიდან დაბრუნდებიან.

აქვე შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო, რომელიც პუიოლს უკვე დიდი ხანია აწუხებს მთლიანი წინასასეზონო მომზადების გამოტოვება მოუხდა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.