უილშირმა ფაბრეგასი გაიხსენა
ლონდონის "არსენალის" ახალგაზრდა ნახევარმცველმა, ჯეკ უილშირმა ისაუბრა თუ რამხელა ზეგავლენა იქონია იმ ფაქტმა, რომ ლონდონურ გუნდში მან სესკ ფაბრეგასსთან ერთად თამაში მოასწრო, რომელიც 2011 წელს "ბარსელონაში" დაბრუნდა.
"საუკეთესო მოთამაშე, ვისთანაც ოდესმე მითამაშია რა თქმა უნდა, სესკ ფაბრეგასია. მე მასთან მხოლოდ ერთი წელი ვითამაშე, მანამ სანამ ის "ბარსელონაში" დაბრუნდებოდა, მაგრამ ძალიან ბევრი გავიგე მის შესახებ. ამის გარდა, ის "არსენალში" გაიზარდა - მოხვდა პირველ გუნდში, როცა ძალიან ახალგაზრდა იყო, ამის გაკეთება მეც ძალიან მსურდა." - განაცხადა, უილშირმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]