ჯეკ უილშირი იმედოვნებს, რომ „ბარსელონასთან“ თამაშს შესძლებს
ლონდონის "არსენალის" ინგლისელი ნახევარმცველი ჯეკ უილშირი იმედოვნებს, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში კატალონიის "ბარსელონასთან" თამაშს შესძლებს. 24 წლის უილშირი მიმდინარე სეზონში მოედანზე ჯერაც არ გამოჩენილა. 2015 წელს ფეხბურთელმა მხოლოდ 8 შეხვედრა ჩაატარა, 6 მაისში და 2 ეროვნულ ნაკრებში.
"მე დიდი იმედი მაქვს და ვეცდები "კამპ ნოუზე" თამაში მოვახერხო. ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ შესაძლებელია." - განაცხადა უილშირმა BT Sports-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ "არსენალი" - "ბარსელონას" პირველი დაპირისპირება ლონდონში სამშაბათს გაიმართება, ხოლო განმეორებითი 16 მარტს ესპანეთში.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]