კანი: "ბარსას" დრო წარსულს ჩაბარდა"
როგორც ლეგენდარული გოლკიპერი აცხადებს, ახლა ევროპაში გერმანული ფეხბურთის დრო დადგა.
შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში, ესპანეთის ორივე საუკეთესო კლუბი ორ გერმანულ კლუბთან ნახევარფინალში დამარცხდა.
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი კარის დარაჯი კი აცხადებს, რომ კატალონიელები თავიანთ ძველ დონეზე არ დაბრუნებულან.
"ვფიქრობ, "ბარსელონას" საუკეთესო წლებმა უკვე ჩაიარა. ამჟამად ევროპაში არ არსებობს ისეთი კლუბი, რომელსაც გერმანულ კლუბებთან დაპირისპირების არ ეშინია. "ბაიერნს" უამრავი ძლიერი მოთამაშე გააჩნია, რომლებთან ერთადაც მათ ჩემპიონთა ლიგის მოგება კიდევ ერთხელ შეუძლიათ", - განაცხადა ოლივერ კანმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]