მარტინო: "პუიოლის დაბრუნებით მოხარული ვარ"
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა გუნდის კაპიტნის დაბრუნებასთან დაკავშირებით ისაუბრა. იგი ასევე პედროსა და მესის თემებსაც შეეხო.
"კარლეს პუიოლის დაბრუნება იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა ყველა საჭირო ცენტრალური მცველი გვყავს და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. იგი თითქმის გამოჯანმრთელდა და მომდევნო რაუნდისთვის სრულიად მზად იქნება", - აცხადებს ხერარდო მარტინო.
"რაც შეეხება "სევილიასთან" გასამართი შეხვედრის განაცხადში პედროს ვერ მოხვედრას, ამის მიზეზი ისაა, რომ მან სულ ცოტა ხნის წინ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ორი მატჩი ჩაატარა და ახლა მას დასვენება სჭირდება".
"როდრიგესი მომდევნო 9-10 თვის განმავლობაში ჯანრთელი გვჭირდება, ამიტომაც მომდევნო თამაშში მისი დასვენება გადავწყვიტე".
"ბლაუგრანას" თავკაცმა უარყო ინფორმაცია, რომ კლუბმა არგენტინის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს 2014 წლის მომდევნო ორ შესარჩევ მატჩში მესის დასვენება სთხოვა:
"არგენტინის ფედერაციისთვის თხოვნით არ მიგვიმართავს. ამის გაკეთებას არ ვაპირებთ. ლეო როგორც "ბარსელონასთვის", ისე არგენტინისთვისაა მნიშვნელოვანი", - დაასრულა კატალონიელთა მენეჯერმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]