"ბარსელონა" – "სევილია". საინტერესო ფაქტები
წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს, რომელიც გუშინ "ბარსელონა"– "სევილიას" დაპირისპირების დროს, "კამპ ნოუზე" დაფიქსირდა:
- მესის ლიგაზე ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. ფეხბურთელმა სამ შეხვერდაში ექვსჯერ აიღო მეტოქის კარი. მან ორი გოლი "ლევანტეს", სამი "ვალენსიას", ხოლო ერთი გუშინ "სევილიას" გაუტანა.
- არგენტინელი უნაი ემერის გაწვრთნილ გუნდებს 16ჯერ დაუპირისპირდა და 16 გოლი გაუტანა მათ.
- გუნდები, რომელთათვისაც მესის ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი არიან: "მადრიდის ატლეტიკო" (20), "რეალ მადრიდი" (18), "ოსასუნა" (16), "სევილია" (16), "ვალენსია" (14), "ატლეტიკი" (13).
- ნეიმარმა ლიგაზე ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, ორივე ლეო მესის მისამართით.
- ალვესმა "ბარსას" პირველი თავური გაიტანა მიმდინარე სეზონზე. ბრაზილიელმა უკანასკნელად გოლი თავით 4 წლის წინ, 2009 წლის 22 მარტს, "მალაგას" კარში გაიტანა.
- გუშინ ალვესმა "კამპ ნოუზე" 3500–ე გოლი გაიტანა (ლა ლიგაზე). ამ ასპექტში გუნდი ლიდერია, მას მოსდევს "რეალ მადრიდი" 3471 და "ატლეტიკი" 2909 გატანილი გოლებით.
- "კამ ნოუზე" გუნდმა ლიგის ზედიზედ მეჩვიდმეტე შეხვედრაში იმარჯვა. თუმცა გუნდი რეკორდის მოხსნასთან ჯერ შორსაა. ყველა დროის რეკორდი 39 წაუგებელი მატჩი 1960 წელს დაფიქსირდა.
- მარტინო შედის იმ 5 მწვრთნელის სიაში, რომელთაც ლიგაზე პირველი ოთხი შეხვედრა მოიგეს.
- "ბარსა" არის მეორე გუნდი, რომელმა მიყოლებით ორი სეზონის განმავლობაში ოთხივე შეხვედრა მოიგო. მსგავსი რამ "რეალ მადრიდმა" 1961 და 1962 წლებში შეძლო.
- გუშინდელ შეხვედრაში "ბარსელონას" ბურთის ფლობის მაჩვენებელი 63% იყო. ფებურთელებმა კარის მიმართულებით 19ჯერ დაარტყეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]