სავარჯიშო სესია 15/09/2013
"სევილიასთან" დაძაბულ მატჩში მოპოვებული სამი ქული შემდეგ გუნდი მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზე გადაერთო. "ბარსელონა" 19 სექტემბერს "კამპ ნოუზე" "აიაქსს" უმასპინძლებს. მატჩისთვის მზადება უკვე დაიწყო. გუნდი დღეს თბილისის დროით 13:00 საათზე "სიუტატ ესპორტივაზე" შეიკრიბა და მორიგი სავარჯიშო სესია გამართა. ტატა მარტინოს განაკარგულებაში დღეს ყველა გამოჯანმრთელებული ფეხბურთელი იყო. პირველი გუნდის წევრებთან ერთად ივარჯიშეს ახალგაზრდებმა ხუან ანტონიო როსმა, როდრიგო ტარინმა და პედრო გოდოიმ.
გუნდს ჟორდი ალბა აკლდა. ფეხბურთელმა გუშინდელ შეხვედრაში ტრავმა მიიღო რის გამოც დაახლოებით სამ კვირას გამოტოვებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 0 ]