არასატე: "მე "ბარსელონას" თამაშში დიდი ცვლილებები არ დამინახავს"
"რეალ სოსიედადის" მთავარმა მწვრთნელმა, ხაგობა არასატემ გუშინდელ მატჩში, კატალონიის "ბარსელონასთან" განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტყობინება, ესპანური პრესა.
შეგახსენებთ, რომ ბასკებმა კატალონიელებისაგან 4 გოლი მიიღეს თავად კი ერთხელ უპასუხეს.
"აუცილებლად უნდა ვაღიაროთ "ბარსელონას" უპირატესობა. ჩვენ მხოლოდ ერთადერთი რეალური მომენტი გვქონდა. ჩვენ ძალიან გვინდოდა ჩვენთვის სასარგებლო შედეგს მიგვეღწია, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. "ბარსელონამ" ამ მატჩში ძალიან ჭკვიანური თამაში აჩვენა. მე არ დამინახავს დიდი ცვლილებები კატალონიელთა თამაშში და იმასაც არ ვიტყვი, რომ მეტოქეს გამარჯვება ვაჩუქეთ, უბრალოდ მათ უკეთესად ითამაშეს." - განაცხადა, სპეციალისტმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]