ლარსონმა 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა
ლეგენდარულმა შვედმა თავდამსხმელმა, ჰენრიკ ლარსონმა პრესასთან ინტერვიუში გაიხსენა, თუ როგორ აღნიშნა "ბარსელონასთან" ერთად 2005/2006 სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი. შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" 2:1 სძლია "არსენალს".
"ჩემი ცხოვრების საუკეთესო წვეულება. იქ ყველა იმყოფებოდა: ჩემი ცოლი, ჩემი უფროსი ძმა და საუკეთესო მეგობრები. მე მსურდა, რომ იმ ზღაპრულ საღამოს თითოეული წუთით მესიამოვნა, სწორედ ამიტომ საერთოდ არ ვსვამდი. მე და ჩემმა მეუღლემ წვეულება ბოლოს დავტოვეთ, უკვე თენდებოდა. შვეიცარმა შემოგვთავაზა საკუთარი მინივენით სასტუმრომდე მივეყვანეთ. და პარიზში სეირნობაც დაიწყო, ძირს ცარიელი ბოთლები ეყარა, ჩემი ცოლი კი მღეროდა: "კამპეონეს, კამპეონეს, ოლე-ოლე-ოლე!". როდესაც ჩვენ ადგილზე მივედით, ის კვლავ განაგრძობდა სიმღერას. სასტუმროს ფოიეში მისი სიმღერის ექო ისმოდა: "კამპეონეს, კამპეონეს..." ამასობაში ფანჯრიდან ტიაგო მოტამ გამოიხედა თასით ხელში და სიმღერას შეუერთდა: "ოლე-ოლე". ერთმანეთის მიყოლებით სხვა ფანჯრებიც გაიღო: ვან ბრონხორშსტი, დეკუ, ვან ბომელი და ბელეტი, ყველანი ჩვენთან ერთად მღეროდნენ. რა თქმა უნდა, ეს ჩემ კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდებია." - დაასრულა, ლარსონმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 81 ]