მესი ლა ლიგის ისტორიაში "ბარსელონას" საუკეთესო ბომბარდირს დაეწია
კატალონიის "ბარსელონას" 26 წლის არგენტინელი თავდამსხმელი, ლიონელ მესი ლა ლიგის მე-7 ტურში "ალმერიას" კარში გატანილი გოლით, "ბარსელონას" წარსულში ცნობილ ბომბარდირს, სესარ როდრიგესს ლა ლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით გაუთანაბრდა. ორივეს აქტივში 223 გოლია. იტყობინება, Marca.
ამის გარდა მესი პრიმერა დივიზიონის ყველა დროის ბომბარდირთა ხუთეულშიც შევიდა, რომლის სათავეში "ატლეტიკის" ყოფილი ფეხბურთელი, ტელმო ზარა იმყოფება (251 გოლი), მესი კი მას მხოლოდ 28 გოლით ჩამორჩება. ამ სიაში მეორე ადგილს უგო სანჩესი იკავებს (234 გოლი), მესამეს - რაულ გონსალესი (228 გოლი), მეოთხე - ალფრედო დი სტეფანო (227 გოლი).
მესიმ ასევე მოხსნა ლეგენდარული უგო სანჩესის რეკორდიც, ესპანეთის ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების რაოდენობით - არგენტინელის აქტივში გოლების რიცხვი 100-ს შეადგენს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]