ვანიამა: "სელტიკს" შეუძლია კვლავ დაამარცხოს "ბარსელონა"
შოტლანდიური "სელტიკის" ყოფილმა ნახევარმცველმა კენიელმა, ვიქტორ ვანიამამ, რომელიც ამჟამად "საუთჰემპტონში" გამოდის სჯერა, რომ მის ყოფილ კლუბს კვლავ შეუძლია დაამარცხოს "ბარსელონა", რომელიც ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშებაზე უკვე დაამარცხა.
"მჯერა, რომ "სელტიკს" კვლავ შეუძლია "ბარსელონას" დამარცხება. უბრალოდ საჭიროა, რომ გუნდმა საკუთარი შანსები გამოიყენოს. გასულ წელს მოპოვებული გამარჯვების შემდეგ მე ბევრი სასიამოვნო მოგონებები დამრჩა. ჩვენი გამარჯვება (2:1) გახდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მთავარი მოვლენა ჩემს კარიერაში. "ბარსას" დამარცხება ერთი შეხედვით დაუჯერებელია. ამჟამად "ბარსელონას" არ ჰყავს მესი და მასკერანო, ამიტომ "სელტიკს" შეუძლია შანსი გამოიყენოს და კვლავ დაამარცხოს კატალონიელები." - განაცხდა, ვანიამამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]