"სელტიკი"–"ბარსელონა": საინტერესო ფაქტები

"სელტიკი"–"ბარსელონა": საინტერესო ფაქტები

  • "ბარსელონამ" მიმდინარე სეზონზე 11 შეხვედრაში მეშვიდედ შეინახა კარი მშრალად. რა თქმა უნდა ამაში უნდიდესი წვლილი ვიქტორ ვალდესს მიუძღვის.
  • 2012 წლის 20 ნოემბერს "სპარტაკის" დამარცხების შემდეგ (0-3), ეს იყო ჩემპიონთა ლიგის მატჩებში გასვლაზე მოპოვებული პირველი გამარჯვება. მოსკოვის შემდეგ კატალკონიელები მილანში ანგარიშით 2–0 დამარცხდნენ ("მილანი"), პარიზში ჩატარებული შეხვედრა კი ფრედ 1–1 დასრულდა ("პსჟ"). რაც შეეხება კიდევ ერთ გასვლას, "ბარსელონას" ფეხბურთელებმა მიუნხენში 4 უპასიხო ბურთი მიიღეს საკუთარ კარში ("ბაიერნი").
  • პირველ ნახევარში კატალონიელების ბურთის ფლობის მაჩვენებელმა 82 პროცენტს მიაღწია. 90 წუთის განმავლობაში კი 79% დაფიქსირდა.
  • პიკემ და ბარტრამ ყველაზე მეტჯერ, შესაბამისად 14 და 11ჯერ დაიბრუნეს დაკარგული ბურთი.
  • სონგმა და ტელიომ მიმდინარე სეზონზე პირველად მიიღეს ჩემპიონტა ლიგის მატჩში მონაწილეობა.
  • სერხიო ბუსკეტსისთვის გუშინდელი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის 50–ე მატჩი გახლდათ. მისი დებიუტი ამ ტურნირში 2010 წლის 22 ოქტომბერს შედგა. ამავე დღეს ესპანელმა მისი პირველი გოლიც გაიტანა. ("ბაზელი"–"ბარსელონა" 0–5).
  • გუშინდელ შეხვედრაში ყვითელი ბარათები ბუსკეტსმა, ფაბრეგასმა და სანჩესმა მიიღეს.
  • მიმდინარე სეზონზე ვიქტორ ვალდესმა და ხერარდ პიკემ ყველა შეხვედრაში პირველივე წუთებიდან მიიღეს მონაწილეობა. თუმცა ვალდესი არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ყოველი წუთი ითამაშა (ჯამში 990 წუთი).
  • ჩესკისთვის ეს ჩემპიონთა ლიგაზე "ბლაუგრანას" მაისურით გატანილი მესამე გოლი იყო. ესპანელმა "პლზენსა" და "ბენფიკას" გაუტანა.
  • 5 გატანილი გოლიდან 4 ფეხბურთელებმა მეორე ნახევარში შეაგდეს. თითოელი მათგანი კი 60–75 წუთების შუალედში გაიტანეს.
  • 11 ოფიციალურ შხვედრაში კატალონიელებმა 30 გოლი გაიტანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ გუნდს მატჩში 2.72 გოლი გააქვს.
  • ტატა მარტინომ ანდრეს ინიესტა 89–ე წუთზე შეცვალა. შოტლანდიელმა გულშემატკივრებმა ესპანელი ოვაციებისა და აპლოდისმენტების თანხლებით გააცილეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.