"ბარსელონა" - "ვალიადოლიდი": ფეხბურთელთა კომენტარები მატჩის შემდეგ
2 გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით ალექსის სანჩესი ნადვილად გუშინდელი შეხვედრის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო. ადრიანო კორეირამ ჩილელი თანაგუნდელი მატჩის შემდეგ გაკეთებულ კომენატარში შეაქო: "გუშინდელი გოლები, რომელიც ვნახეთ დიდი მუშაობისა და მოთმინების შედეგად არის გატანილი. ის არაჩვეულებრივ ფორმაშა." ბრაზილიელმა განაცხადა, მოხარულია იმ ფაქტით, რომ ჟორდი ალბას არყოფნაში თავადაც არ მიიღო ტრავმა: "მიხარია, რომ ტრავმა არ მივიღე, ბევრს ვვრჯიშობ, კარგად ვისვენებ და კარგადაც ვიკვებები. ეს ყოველივე კი ფორმის შენარჩუნებაში მეხმარება."
მატჩის შემდეგ კომენტარები სხვა ფეხბურთელებმაც გააკეთეს:
ნეიმარი:
"9 ნომრის პოზიცია ამ კლუბში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს ლეო მესის ეკუთვნის."
"ძალიან მადლიერი ვარ ალექსისის საგოლე გადაცემის გამო. ამ გოლმა ძალიან გამახარა."
"გულშემატკივრები ჩვენგან ბევრს მოითხოვენ, გუნდი ყოველ მატჩში მეტად ვითარდება"
ალექსისი
"ბარსა" ესეთი გუნდია - შეიძლება 10 კარგი მატჩი კარგად ჩაატარო, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ერთს ცუდად ითამაშებ ფანები და პრესა შენზე ისაუბრებს."
"ნეიმარი განსხვავებული ტიპის ფეხბურთელია. მან არაჩვეულებრივი მატჩი ჩაატარა."
"როდესაც ლეო მოედანზეა ყველაფერი გვიიოლდება, მის გარეშე კი რთული სამუშაოს ჩატარება გვიწევს."
ტელიო:
"ეს შესანიშნავი დღეა ჩვენ გამარჯვება მოვიპოვეთ და გავიგე, რომ მამა გავხდები."
"მოედანზე თავს კარგად ვგრძნობდი, ერთადერთი რაც ვერ შევძელი გოლის გატანაა."
"მეორე ნახევარი აშკარად უკეთ ჩავატარეთ და მოწინააღმდეგეს მეტად ვუტევდით."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]