მარტინესი: "მე მომეწონა "ვალიადოლიდის" მიერ ჩატარებული პირველი ტაიმი"

მარტინესი: "მე მომეწონა "ვალიადოლიდის" მიერ ჩატარებული პირველი ტაიმი"

"ვალიადოლიდის" მთავარმა მწვრთნელმა, ხუან იგნასიო მარტინესმა განაცხადა, რომ გუშინ ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, სადაც მისი გუნდი ლა ლიგის მე-8 ტურში კატალონიის "ბარსელონას" დაუპირისპირდა, უკმაყოფილო არ დარჩა. იტყობინება, ესპანური პრესა.

სტუმრებმა გუშინდელ მატჩში ანგარიში გახსნეს, თუმცა ამის შემდეგ მოედნის ცენტრიდან თამაშის განახლება ოთხჯერ მოუწიათ.

"ჩემმა ფეხბურთელებმა თავიანთი ძალების მაქსიმუმი გაიღეს თამაშის ყველა ასპექტში, მეტოქემ კი ანგარიში ისე სწრაფად გაათანაბრა, რომ ჩვენ საკუთარი გოლის აღნიშვნაც კი ვერ მოვახერხეთ. ხოლო როდესაც "ბარსელონამ" მეორე გოლი გაგვიტანა ჩვენ უძლურნი ვიყავით ასეთი პასუხისათვის, მაგრამ ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენ ურთულესი მეტოქის წინააღმდეგ ვთამაშობდით. საერთო ჯამში კი, მე ძალიან მომეწონა ჩემი გუნდის მიერ შესრულებული პირველი ტაიმი, მაგრამ თამაში 90 წუთი გრძელდება." - განაცხადა, მარტინესმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.