სუბისარეტა: "ნეიმარი ყოველ თამაშში უმატებს"
კატალონიის "ბარსელონას" სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა გუნდის გამარჯვებათა სერიით კმაყოფილია, რომელიც გუშინ "ვალიადოლიდთან" მოპოვებული გამარჯვებით (4:1) გაგრძელდა. კატალონიელებმა პრიმერა დივიზიონში 8 მატჩში ამდენივე გამარჯვება მოიპოვეს.
"ჩვენ პრობლემები შეგვექმნა სიჩქარის უკმარისობის გამო შეტევაში, მაგრამ შესვენების შემდეგ თამაში გავაუმჯობესეთ. ასეთ მეტოქეებთან ხშირად გაცილებით უფრო რთულია თამაში, ვიდრე ჩემპიონებთან. ჩვენ რვა გამარჯვება მოვიპოვეთ პრიმერაში რვა მატჩში, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მეტს მივაღწიოთ. თუ საუბარს ფეხბურთელებზე დავიწყებთ, ბარტრას კიდევ უფრო მეტი დრო სჭირდება. ჯერ ადრეა მისი თამაშიდან დასკვნების გამოტანა. ჩვენ შესაბამისად ვიქცევით, ჩვენ ქოლექტიური ფეხბურთი გვაქვს და ყველამ ნახა, რომ სანჩესი და ნეიმარი ერთმანეთს იდეალურად შეეწყვნენ. ბრაზილიელი ყოველ მატჩში უმატებს." - განაცხადა, სუბისარეტამ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]