"ბარსამ" თვალი ადნან იანუზაის დაადგა

"ბარსამ" თვალი ადნან იანუზაის დაადგა

ესპანური Marca-ს ცნობით, "ბარსელონა" "მანჩესტერის" ტალანტის, ადნან იანუზაის შეძენისთვის მებრძოლ გუნდებს შეუერთდა. კატალონიელთა გარდა, ახალგაზრდა ბელგიელის დამატების სურვილს "ბაიერნი", "იუვენტუსი" და "სიტი" გამოთქვამენ.

ადნან იანუზაი 19 წლის შემტევი ნახევარმცველია, რომელმაც მიმდინარე სეზონში 5 მატჩი ჩაატარა. ახალგაზრდა ბელგიელი ძირითად შემადგენლობაში ერთხელ, 5 ოქტომბერს, "სანდერლენდთან" გამართულ შეხვედრაში გამოჩნდა და 2:1 მოგებულ მატჩში დუბლი გაიფორმა.

ადნან იანუზაის კონტრაქტს ვადა 2014 წლის ივნისში გასდის, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბარსას" მისი ხელში უფასოდ ჩაგდება შეეძლება. მართალია, "მანჩესტერი" ფეხბურთელთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ცდილობს, მაგრამ როგორც ბელგიელის აგენტის სიტყვებიდან ირკვევა, გადაწყვეტილი ჯერ არაფერია: "ვერ გეტყვით, კონკრეტულად რომელი გუნდები ინტერესდებიან ადნანის შეძენით, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ინტერესი რამდენიმე ევროპული კლუბიდან მოდის. სერ ალექს ფერგიუსონის გუნდიდან წასვლამ მოლაპარაკებები შეაჩერა. ახლა, მოლაპარაკებებს დავუბრუნდით და ვნახოთ, რა გამოვა." - აცხადებს იანუზაის აგენტი დირკ დე ვრიეზი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.