მუნირი უფასოდ წასვლსათან ახლოსაა
"ბარსელონას" გუნდის ახალგაზრდა თავდამსხმელის, მუნირ ელ ჰადადის შენარჩუნების სურვილი აქვს, მაგრამ როგორც ჩანს, 23 წლის ფეხბურთელი კატალონიურ კლუბს უფასოდ დატოვებს.
მუნირსა და "ბარსელონას" შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. ბოლო კვირებში, კატალონიელებმა ფეხბურთელს ახალი ხელშეკრულების პირობები რამდენჯერმე შესთავაზეს, მაგრამ მისი სურვილების დაკმაყოფილება ვერ მოახერხეს.
Sport-ის ცნობით, ფეხბურთელი ივნისში კლუბის უფასოდ დატოვებასთან ახლოსაა.
მუნირი "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია. პირველ გუნდში ის 2014 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ ფეხბურთელი ჯერ "ვალენსიაში", შემდეგ კი "ალავესში" იყო განათხოვრებული. კატალონიელთა პირველ გუნდში ჩატარებულ 53 შეხვედრაში ელ ჰადადიმ 11 გოლი გაიტანა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]