ინიესტა:" მზად ვართ ტატას ნათქვამის შესასრულებლად მოვკვდეთ"

ინიესტა:" მზად ვართ ტატას ნათქვამის შესასრულებლად მოვკვდეთ"

 

კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელები ნაკრებში არიან მიწვეულნი, ესპანეთის ნაკრებში მყოფმა ანდრეს ინიესტამ დღეს კადენა სერს ინტერვიუ მისცა. 

ინიესტამ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ისაუბრა:" როდესაც ორს ადამიანს (ანდრესი და კლუბი) სურს რაიმეს შეთანხმება ეს პრობლემა არაა. "ბარსელონა" ჩემი ოჯახია. არ აქვს მნიშვნელობა ფინანსურ დონეზე რომელ ადგილზე ვიქნები. არსებობს რაღაცეები, რაც ფულზე უფრო ღირებულია."

" წინა წელს ისე ჩანდა თითქოს ჩემპიონთა ლიგა ჩვენი სტილის გამო ვერ მოვიეთ. როდესაც მწვრთნელი და ფეხბურთელებიც ამ სტილისთვის კარგად არიან მზად, ყველაფერი მარტივად გამოდის. ჩვენი სათამაშო სტილი ყველაფერზე მაღლა დგას."

როტაცია ისევ მთავარი თემაა ჟურნალისტებისთვის:" გუნდში ყოველთვის იყო როტაცია. ეს აუცილებელია. მწვრთნელის ასეთი სტილი ყოველთვის კარგია გუნდისთვის. რაც მთავარია მწვრთნელმა იცის, როდის არის საჭირო ფეხბურთელის დასვენება. ჩვენ მზად ვართ მოვკვდეთ იმისთვის, რასაც ტატა მარტინო გვეტყვის."

და საბოლოოდ ვიქტორ ვალდესის სიტუაციასაც შეეხო:" მან უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ამაზე საუბარი ტყუილად დროის ხარჯვაა. მან ეს ახსნა. ჩვენ მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.