რეინა: "ჩემი "ბარსაში" გადასვლის ისტორია გაზეთებმა გამოიგონეს"
ინგლისური, "ლივერპულის" 30 წლის ესპანელი მეკარე, პეპე რეინამ, რომელიც ამჟამად არენდის წესების თანახმად იტალიური "ნაპოლის" ღირსებას იცავს მისი "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლა უარყო. იტყობინება, Football Italia.
"ჩემი შესაძლო გადასვლა "ბარსელონაში"? ეს ისტორია გაზეთებმა გამოიგონეს. იმაზე საუბარი, რომ თითქოს მე "ბარსელონაში" ვალდესს ჩავანაცვლებდი ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. სავსებით ცხადია, რომ მოთამაშეები ოცნებობენ, რომ ისეთ გუნდებში ითამაშონ, როგორიც "ბარსელონა" და "რეალია", მაგრამ მე "ლივერპულთან" კონტრაქტი 2016 წლამდე მაკავშირებს და ჭორებიც არ მაღელვებს. ამჟამად მე "ნაპოლის" ღირსებას ვიცავ და იმედი მაქვს, რომ აქ რაიმეს მოვიგებ." - განაცხადა, რეინამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]