ბუსკეტსი: "ჩვენ გვარდიოლა მუდამ დაგვაკლდება"

ბუსკეტსი: "ჩვენ გვარდიოლა მუდამ დაგვაკლდება"

კატალონიის "ბარსელონას" 25 წლის ესპანელმა საყრდენმა, სერხიო ბუსკეტსმა განაცხადა, რომ მისი გუნდი ძალიან შეიცვალა ხოსეპ გვარდიოლას დროსთან შედარებით. 

"ჩვენ ყოველთვის დაგვაკლდება გვარდიოლა. თუმცა ტატაც ძალიან მომთხოვნი სპეციალისტია და ამას გუნდისათვის დიდი სარგებელი მოაქვს. მას ძალიან ძლიერი თვისებები გააჩნია და ჩვენსგან ყოველთვის ბევრს ითხოვს. თუ ჩვენ გავიმარჯვეთ, მაგრამ გოლი გავუშვით ტატა მუდამ გვეკითხება, თუ რატომ მოხდა ასე. მას ძალიან კარგად ესმის, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ რაუნდებზე ერთმა გოლმა შესაძლოა უდიდესი როლი ითამაშოს. ჩვენ ძალიან შევიცვალეთ მარტინოსთან, მაგრამ ეს სავსებით ნორმალურია და ჩვენ წინსვლას განვაგრძობთ." - განაცხადა, ბუსკეტსმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.