იერო "ელ კლასიკოში" ფავორიტად, "რეალს" მიიჩნევს
მადრიდის "რეალის" ყოფილმა მცველმა, ფერნანდო იერომ განაცხადა, რომ მის ყოფილ გუნდს შეუძლია მორიგ "ელ კლასიკოში" დაამარცხოს, კატალონიური "ბარსელონა". იტყობინება, ესპანური პრესა.
შეგახსენებთ, რომ ორი გრანდის დაპირისპირება ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-10 ტურში "კამპ ნოუზე" შედგება, 26 ოქტომბერს.
"ჩემთვის "რეალი" მუდამ ფავორიტია, თუმცა ასეთ მატჩებში დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ როგორ მდგომარეობაში არიან გუნდები. თამაში 90 წუთი გრძელდება და იგებს ის, ვინც წარმატებით მოქმედებს, მაგრამ ასეთ მატჩებში ნებისმიერი მოქმედება შესაძლოა ბედზეც იყოს დამოკიდებული." - თქვა, იერომ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]