იერო: "ჩავი მსოფლიო ჩემპიონატზე შესანიშნავ ფორმაში იქნება"
მადრიდის "რეალის" ყოფილ ფეხბურთელს, ფერნანდო იეროს ეჭვიც არ ეპარება იმაში, რომ ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" 33 წლის ნახევარმცველი, ჩავი ერნანდესი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე საიმედო მდგომარეობაში იქნება. იერო იმაშიც დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელი ყველაფერს გააკეთეს იმისათვის, რათა მსოფლიო პირველობას შესაფერის ფორმაში შეხვდეს. იტყობინება, ესპანური პრესა.
"ჩავი - უდიდესი პროფესიონალი და ესპანეური ფეხბურთის საუკეთესო ფეხბურთელია. იგი საკუთარ ღირებულებებს წარმოადგენს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთში. "ბარსელონასათვის" და ესპანური ფეხბურთისათვის ასეთი ფეხბურთელი - უდიდესი პრივილეგიაა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის მუნდიალზე შესანიშნავ ფორმაში იქნება." - განაცხადა, იერომ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]