მიულერი: "ბარსელონა ლამაზი ქალაქია, მაგრამ - მე იქ მოლაპარაკებები არ გამიმართავს"

მიულერი: "ბარსელონა ლამაზი ქალაქია, მაგრამ - მე იქ მოლაპარაკებები არ გამიმართავს"

მიუნხენის "ბაიერნის" გერმანელმა თავდამსხმელმა, თომას მიულერმა ესპანურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას კომენტარი გააკეთა, რომლის თანახმად თითქოს ფეხბურთელი გასულ კვირას ბარსელონაში იმყოფებოდა და მოლაპარაკებებს მართავდა ადგილობრივ კლუბთან, თავისი კონტრაქტის თაობაზე. შეგახსენებთ, რომ მიულერს "ბაიერნთან" ხელშეკრულება 2017 წლამდე აკავშირებს.

"მე ნამდვილად ვიმყოფებოდი ბარსელონაში და ნამდვილად ულამაზესი ქალაქია. ჩემს ვიზიტს არანაირი საერთო არ აქვს ტრანსფერთან, მე უბრალოდ იქ კარგი დრო გავატარე. თითოეულმა, ვინც მე მიცნობს კარგად იცის, რომ "ბაიერნი" - ჩემი სახლია." - განაცხადა, მიულერმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.