ბართომეუ: "ინიესტა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება"

ბართომეუ: "ინიესტა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება"

კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობა აპირებს, რომ კლუბის 29 წლის ესპანელი ნახევარმცველის, ანდრეს ინიესტას კონტრაქტის გახანგრძლივების პროცესი დააჩქაროს. იტყობინება, ესპანური პრესა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ განცხადება გააკეთა.

"ეს არ იქნება უკანასკნელი შეთანხმება ინიესტასათვის. ჩვენ მასთან კონტრაქტს ხუთი წლით გავახანგრძლივებთ და ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება." - განაცხადა, ბართომეუმ. 

აქვე გეტყვით, რომ ბართომეუმ ინტერვიუს მიწურულს ისიც დაადასტურა, რომ კლუბ თავდამსხმელს არ შეიძენს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.