მორენო: "მილანს" შეუძლია პრობლემები ნებისმიერ გუნდს შეუქმნას"

მორენო: "მილანს" შეუძლია პრობლემები ნებისმიერ გუნდს შეუქმნას"

იტალიური "მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ხავი მორენომ ჩემპიონთა ლიგის მოახლოვებული დაპირისპირების წინ, რომელიც "სან-სიროზე" გაიმართება, "როსონერისა" და "ბარსელონას" შორის, საკუთარი აზრი დააფიქსირა. მორენომ ისაუბრა მარიო ბალოტელიზეც, რომლის თამაში დღევანდელ მატჩში კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.

"ბალოტელის არყოფნა გადამწყვეტი არ იქნება. "მილანს" მარიოს გარეშეც ჰყავს შესანიშნავი მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ კარგი სამუშაოს გაწევა იმის გათვალისწინებით, რომ ბალოტელი არ იქნება." - ამბობს, მორენო.

"ბარსა", როგორც ჩანს ამჟამად კარგ ფორმაშია, მაგრამ "მილანს" ყოველთვის შეუძლია პრობლემები შეუქმნას ნებისმიერ გუნდს. "ბარსელონას" უკეთესი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ "მილანი" ეს "მილანია". არვიცი თუ რატომ ჰქონდა "როსონერის" წარუმატებელი სტარტი სერია ა-ში, მაგრამ მე ვიცი, რომ ისინი კვლავ რჩებიან მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად და მალე დაუბრუნდებიან ძველ პოზიციას." - განაცხადა, მორენომ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.