პუიოლი: "კლასიკოზე" თამაში ყველას უნდა"

პუიოლი: "კლასიკოზე" თამაში ყველას უნდა"

მოგეხსენებათ, "ბარსელონას" კაპიტანმა მუხლის სერიოზული ტრავმა უკვე სრულად მოირჩინა, თუმცა "მილანის" წინააღმდეგ უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, მაინც სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მოუწია.

35 წლის ცენტრალური მცველი იმედოვნებს, რომ ხერარდო მარტინო მადრიდის "რეალთან" მატჩში მის გამოყენებას გადაწყვეტს.

"უბრალოდ დავუბრუნდი ვარჯიშს ჩემს თანაგუნდელებთან ერთად და თავს მშვენივრად ვგრძნობ - ეს ჩემთვის დიდი სიხარულია. წარმოიდგინეთ, თუ როგორი იღბლიანი ვიქნები, "კლასიკოში" კიდევ ერთხელ რომ მივიღო მონაწილეობა", - განაცხადა კარლეს პუიოლმა FIFA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

"ასეთ თამაშებში მოედანზე ყოფნა ყველას სურს. მე უბრალოდ უნდა მოვემზადო მატჩისთვის და მწვრთნელის გადაწყვეტილებას დაველოდო", - დაასრულა კატალონიელთა კაპიტანმა.

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.