"ბარსელონა" უილშირთან მოლაპარაკებები იანვარში დაიწყება

"ბარსელონა" უილშირთან მოლაპარაკებები იანვარში დაიწყება

კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობა ინგლისელი ნახევარმცველის შესაძენად პირველი ნაბიჯის გადადგმას აპირებს.

როგორც წყაროები ამტკიცებენ, "ბარსელონა" ჯეკ უილშირის გადაბირებას სერიოზულად გეგმავს. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ისინი მოთამაშესთან მოლაპარაკებების დაწყებას აპირებენ. 2014 წლის ზაფხულში, კი "ბარსას" მიზანი ამ ტრანსფერის ბოლომდე მიყვანა იქნება.

აღსანიშნავია, რომ "არსენალს" არასდროს უთქვამს 21 წლის ფეხბურთელის გაყიდვის შესაძლებლობაზე. თუმცა, ამავე წყაროს ცნობით, კატალონიელთა მიერ შეთავაზებულმა 30-მა მილიონმა ევრომ შესაძლოა ლონდონელთა დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ რადიკალურად შეცვალოს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ უილშირს "მეთოფეების" საფეხბურთო აკადემია აქვს დამთავრებული. მისი დებიუტი  პირველ გუნდში ჯერ კიდევ 2008 წელს შედგა. ამ დროის მანძილზე, მან 110 მატჩის ჩატარება მოასწრო და შვიდი ბურთის გატანა შეძლო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.