EMD: შესაძლოა "ბარსელონამ" რობინ ვან პერსი იანვარში შეიძინოს

EMD: შესაძლოა "ბარსელონამ" რობინ ვან პერსი იანვარში შეიძინოს

კატალონიური "ბარსელონა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ჰოლანდიელი თავდამსხმელის, რობინ ვან პერსის შეძენას აპირებს, იტყობინება El Mundo Deportivo.

წყაროს ცნობით "ბარსელონა" იანვარში შეტევის გაძლიერებას აპირებს. კლუბმა ინტერესი გამოთქვა "ფენერბახჩეს" თავდამსხმელის, რობინ ვან პერსის მიმართ. აღსანიშნავია, რომ კატალონიელები ეძებენ გამოცდილ ფეხბურთელებს ხელმისაწვდომ ფასად.

აქვე გეტყვით, რომ 32 წლის ჰოლანდიელმა თურქეთის ჩემპიონატის 7 შეხვედრაში გაიტანა 3 გოლი და გააკეთა 1 საგოლე გადაცემა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.