გვარდიოლა: "მე არ ვცდილობ "ბაიერნისაგან" ახალი "ბარსელონა" შევქმნა"

გვარდიოლა: "მე არ ვცდილობ "ბაიერნისაგან" ახალი "ბარსელონა" შევქმნა"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ პრესასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ამჟამინდელი კლუბისაგან ახალი "ბარსელონას" შექმნას არ აპირებს. იტყობინება, La Gazzetta dello Sport.

"მე არ ვაპირებ "ბაიერნისაგან" ახალი "ბარსელონა" შევქმნა. აქ მე მიწევს აბსოლიტურად განსხვავებულ მენტალიტეტთან შეჯახება, სათამაშო სტილით, განსხვავებული ადგილმდებარეობით, კულტურით და რა თქმა უნდა, სხვა ფეხბურთელებით. ამ კლუბმა ძალიან ბევრს მიაღწია, რათა დაკავებულიყო სხვისი იდეების კოპირებით. მე აქ მოვედი, რადგან მსურდა სწორედ ეს ფეხბურთელები გამეწვრთნა. "ბაიერნი" გაცილებით უფრო ძვირფასია, ვიდრე ჩემი იდეები. ჩემი სამუშაო კი იმაში მდგომარეობს, რომ შევინარჩუნო გასულ სეზონში ნაჩვენები დონე, როდესაც "ბაიერნი" დაუმარცხებელი გუნდი იყო და აჩვენა დიდებული ფეხბურთი. მწვრთნელს უნდა ესმოდეს და ხედავდეს ფეხბურთელების საკუთარი ფეხბურთელების თვისებებს და მათ გუნდის სასარგებლოდ უნდა იყენებდეს." - განაცხადა, გვარდიოლამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.