დელ ბოსკე: "ხმა ჩავის, ინიესტას და რიბერის მივეცი"

დელ ბოსკე: "ხმა ჩავის, ინიესტას და რიბერის მივეცი"

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ პრესასთან ინტერვიუში იმ ფეხბურთელების ვინაობა გაამხილა, რომლებსაც საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისათვის ხმა მისცა. იტყობინება, ესპანური პრესა.

დელ ბოსკემ საკუთარი არჩევანი მისი გუნდისა ფეხბურთელებზე, ანდრეს ინიესტაზე და ჩავი ერნანდესზე შეაჩერა, რომლებიც "ბარსელონაში" თამაშობენ. დელ ბოსკემ ასევე მხარი დაუჭირა მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგ ფეხბურთელს, ფრანკ რიბერის.

"მე ჩემი არჩევანი საკუთარი სინდისის საფუძველზე გავაკეთე. მე უკვე განვაცხადე, რომ არ მსურდა ჩავრთულიყავი დებატებში და ომში. საკუთარი ხმა - ჩავის, ინიეტას და რიბერის მივეცი. საკმაოდ ლოგიკურია, რომ მესამე რიბერი დავასახელე: გასულ სეზონში მან საკლუბო დონეზე ყველაფერი მოიგო. ამის გარდა, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა. ის "ბაიერნის" ღირსეული წარმომადგენელია." - განაცხადა, დელ ბოსკემ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.