ანჩელოტი: "პენალტი აშკარად იყო"
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, იტალიელმა კარლო ანჩელოტიმ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-10 ტურში "ბარსელონასთან" განცდილი მარცხის შემდგომ, (1:2) კომენტარი გააკეთა. იტყობინება, Marca.
"ჩვენ კარგი მეორე ტაიმი ჩავატარეთ, ვაკონტროლებდით თამაშს და რამოდენიმე კარგი ეპიზოდიც შევქმენით. პენალტი, კრიშტიანუ რონალდუზე აშკარად იყო, ეს ყველამ დაინახა, მსაჯის გარდა. რამოსი ჩვენი გუნდის ნახევარდაცვის ცენტრის ბალანსირებას ახდენდა, მე მას ვესაუბრე და მან მითხრა, რომ ძალიან მოეწონა ეს როლი. ჩვენ არ გვითამაშია სამი საყრდენი ნახევარმცველით, როგორც ეს ჩანდა. მოდრიჩი მოედანზე სხვა როლს ასრულებდა. რაც შეეხება ადრიანოს მომენტს, როდესაც ბურთი ხელზე მოხვდა, მე არ გავაკეთებ ამ ეპიზოდზე კომენტარს, რადგან ეს ძალიან რთული დასანახი იყო არბიტრისათვის." - განაცხადა, ანჩელოტიმ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]