ანჩელოტი: "კარგი მატჩი ჩავატარეთ"

ანჩელოტი: "კარგი მატჩი ჩავატარეთ"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, "ბარსელონასთან" მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, თავის ფეხბურთელები შეაქო.

"გუნდმა ძალიან მძიმე სამუშაო გასწია. მე ყველაფერი მომეწონა, რაც დღეს გავაკეთეთ. ყველა ფეხბურთელმა კარგად ითამაშა. გუნდი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება.

არ შემიძლია გამოვკვეთო ვინმე ერთი. რონალდუ, ხამესი, პეპე, ბენზემა... ჩვენი გუნდის თითოეულმა ფეხბურთელმა კარგი მატჩი ჩაატარა.

ჩვენ ჯერ კიდევ ვაგრძელებთ ჩვენი სათამაშო სტილის სრულყოფას, მაგრამ გუნდი უკვე შეეჩვია მას. კმაყოფილი ვარ ჩვენი მუშაობით და ვამაყობ ყველას ნდობით. შემიძლია ვთქვა, რომ ამჟამინდელი "რეალი" - ყველაზე პროფესიონალური გუნდი იმ კლუბებიდან, რომლებიც მე გამიწვრთნია. ვმსჯელობ კონცენტრაციით, მუშაობით, ვარჯიშებით.

რაც შეეხება ლუის სუარესის გამოსვლას "ბარსელონას" ძირითად შემადგენლობაში, ეს ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა. მის თამაშს პირველივე წუთებიდან ჩვენი გეგმები არ შეუცვლია." - აცხადებს ანჩელოტი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 47 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.